ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე კაცი გარდაიცვალა 

04 იანვარი 2018, 00:00 15270 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ავარია, რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ქვეითად მოსიარულე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულები ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი დათვალიერებით ნეკნების დაზიანება აღენიშნებოდათ. ასევე ჰქონდათ ჭრილობები თავის არეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში