ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური უფროსმა თანამდებობა დატოვა

04 იანვარი 2018, 00:00 9188 ნახვა

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოვალეობას დროებით მირიან მეტრეველი შეასრულებს. ლაშა კომახიძემ განცხადება უკვე დააკმაყოფილა. 

ირაკლი ახალაძე ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 2014 აგვისტოდან  მუშაობს. 2006-2008 წლებში კი, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის არქმშენინსპექციის განყოფილების უფროსი იყო. 

სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ბათუმის ახალი მერის განახლებულ გუნდში ვერ მოხვდნენ, ‘’სანდასუფთავების’’ სამსახურის უფროსი დავით ასამბაძე, ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ბაღების გაერთიანების უფროსი ნატალია ზაქარეიშვილი, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების ხელმძღვანელი ლევან ჭანუყვაძე, ასევე საფეხბურთო კლუბ  ბათუმის ‘’დინამოს’’ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.

‘’ბაღების გაერთიანების’’ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებდა.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ხელშეკრულება 31 დეკემბერს დაუსრულდათ

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო.

ამავე კატეგორიაში