ზურაბ პატარაძის მილოცვა

04 იანვარი 2018, 00:00 2647 ნახვა

პატრიარქს 85 წლის იუბილეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ულოცავს.  ციტატა განცხადებიდან: “ქართველ ხალხს წილად გვხვდა ბედნიერება ვიყოთ მისი უწმინდესობის თანამედროვენი.

შეუფასებელია მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გამოირჩევა ჩვენი რეგიონის - აჭარის მიმართ, სადაც თავისი მრავალწლიანი სასულიერო ცხოვრების შვიდი წელი გაატარა. იგი აჭარას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების კერად, განმანათლებლად მოიხსენიებს და ეს ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება” - აღნიშნულია ზურაბ პატარაძის მილოცვაში. 

ამავე კატეგორიაში