ისლანდიაში ქალებსა და კაცებს თანაბარ ანაზღაურებას მისცემენ

04 იანვარი 2018, 00:00 1925 ნახვა

ისლანდია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც კაცისთვის მეტი ანაზღაურების გადახდა ვიდრე ქალისთვის არალეგალურად მიიჩნევა. აქამდე ქალები ისლანდიაში თავის კოლეგა მამაკაცებზე საშუალოდ 19 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ.

ახალი კანონის მიხედვით კი, თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის ორივე სქესის წარმომადგენელი თანაბარ ხელფასს მიიღებს, განურჩევლად გენდერის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციისა და ეროვნებისა. კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებელი კომპანიები დაჯარიმდებიან. 

ამავე კატეგორიაში