ასლან აბაშიძეს სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებლად 15 წელი მიუსაჯა

04 იანვარი 2018, 00:00 11458 ნახვა

ასლან აბაშიძის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, თუმცა ერთი განსხვავებით, ნოდარ იმნაძის მკვლელობის ნაწილში, აპელაციამ განმარტა რომ ბრალის ხანდაზმულობის ვადა გავიდა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება იმნაძის შვილი, რომელიც თავად იმყოფებოდა 26 წლის წინ, მამის მკვლელობისას აბაშიძის რეზიდენციაში. 2 წლის წინ დავით მამისეიშვილმა აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

მას ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ტერორიზმი, სახელმწიფო სახსრების მითვისება და მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. აბაშიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, იგი 2004 წლის აჭარის რევოლუციის შემდეგ რუსეთში ცხოვრობს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში