ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 6-სართულიანი სახლი შენდება

04 იანვარი 2018, 00:00 6921 ნახვა

ფარნავაზ მეფის 60/62-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. ბარაკული ტიპის საცხოვრებლის დემონატაჟზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა, როგორც უწყებაში განაცხადეს, დანგრევის ნებართვა კომპანია “ბათუმჰაუსზე” 2017 წლის ოქტომბერში გაიცა, საქმის წარმოება კი 2013 წლიდან დაიწყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე  6 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებაა დაგეგმილი, თუმცა კომპანიას მინიშნება ტერიტორიაზე გაკეთებული არა აქვს. მერიაში გვეუბნებიან, რომ შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონია და თან ამორტიზებული იყო.

ამავე კატეგორიაში