ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 25 დეკემბერს გაიცა

05 იანვარი 2018, 00:00 4586 ნახვა

სახეშეცვლილი ძეგლის დაცვის ზონა ბათუმში. ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ჯერ კიდევ ორი წლის წინ ძველი იერსახე შენარჩუნებული იყო, თუმცა არაერთი 2 სართულიანი ისტორიული შენობის დანგრევის შემდეგ, იქ ახლა 7 სართულიანი კორპუსები და კომერციული ობიექტები გვხვდება.

ბოლოს ამ კვარტალში შენობა გუშინ დაანგრიეს, აქაც 7 სართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება. ნებართვა დემონტაჟზე გიორგი ერმაკოვის მერობის დროს ოქტომბერშია გაცემული, ახლის მშენებლობაზე კი დეკემბერში, ანუ ლაშა კომახიძის პერიოდში. ფაქტს საზოგადოება “ბათომი” აპროტესტებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში