გამოკითხვა 2017 წლის საუკეთესო ვაჟი და ქალი ძალოსნების გამოსავლენად

05 იანვარი 2018, 00:00 2200 ნახვა

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2017 წლის საუკეთესო ვაჟი და ქალი ძალოსნების გამოსავლენად სპეციალური გამოკითხვა მიმდინარეობს. ვაჟ ნომინანტთა შორისაა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ქართველი ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.  
 

გულშემატკივარს საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემა სპეციალური ბმულის საშუალებით 24 საათის განმავლობაში ერთხელ შეუძლია. ხმის მიცემის პროცესი 2018 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება, ლაშა ტალახაძის კონკურენტები კოლუმბიელი, ირანელი, ეგვიპტელი და ჩილელი მსოფლიო ჩემპიონები არიან.  

ამავე კატეგორიაში