მრევლს შობა პატრიარქმა სამების ტაძრიდან მიულოცა

07 იანვარი 2018, 00:00 2037 ნახვა

ქრისტესშობის სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა სანთლების სარკმელთან დანთების ტრადიციაზე ისაუბრა, მისი თქმით სიმბოლოებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ფანჯრებთან დანთებული სანთლები მაცხოვრის მოპატიჟების სიმბოლოა. საშობაო მსახურებაზე შესრულდა პატრიარქის დაწერილი საგალობელი ალილო. ილია მეორემ მრევლი დალოცა.

ამავე კატეგორიაში