11-12 მარტის აქციების საქმე - განაჩენი დღეს გამოცხადდება

08 იანვარი 2018, 00:00 2058 ნახვა

დღეს 2017 წლის ერთ-ერთ გახმაურებელ საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.  ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბოლო სასამართლო სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე დაცვის მხარე რეპლიკის, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ.

ბათუმის საქალაქოს სასამართლო ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეს 8 თვეზე მეტია განიხილავს. გამოძიება ორივე ბრალდებულის  მიმართ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე   მუხლით მიმდინარეობს, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.  

ამავე კატეგორიაში