ბერლინში დიპლომატიური მანქანები დაწვეს

29 ივნისი 2016, 00:00 5741 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. ინციდენტი გუშინ მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. არსებული ინფორმაციით, დიპლომატიურ ავტომანქანებს შორის, რომელიც ბერლინში დაწვეს, ერთ-ერთი საფრანგეთის საელჩოს მანქანაა.

ამავე კატეგორიაში