მგზავრობის ფასი ხვალიდან ძველ ტარიფს დაუბრუნდება

08 იანვარი 2018, 00:00 7327 ნახვა

მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური შესაძლოა ხვალიდან კვლავ ძველ ტარიფს დაუბრუნდეს. გადაწყვეტილება ბათუმის მერთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ლაშა კომახიძის განცხადებით, სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლებმა  თვითმმართველობას ტარიფის ზრდის მოთხოვნით 29 დეკემბერს მიმართეს. ისინი მგზავრობის საფასურის 60 თეთრამდე გაზრდას ითხოვდნენ. მერი ამბობს, რომ ინიციატივის ავტორებს მოუწოდეს, ტარიფი თვითნებურად არ შეეცვალათ.

მიუხედავად ამისა, მესამე დღეა ქალაქის ფარგლებში მგზავრობისას, მოქალაქეებს 40 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრის გადახდა უწევთ. მძღოლები გადაწყვეტილებას საწვავზე გაზრდილი ფასებით ხსნიან.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის მარტიდან  მიკროავტობუსების მგზავრობის ტარიფის დადგენა საკრებულოს პრეროგატივაა, თუმცა დეპუტატებს ამ უფლებამოსილებით დღემდე არ უსარგებლიათ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში