''საჯარო ბიბლიოთეკაში თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით არ აგვყავს'' - გენადი მახარაძე

08 იანვარი 2018, 00:00 3580 ნახვა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი აცხადებს, რომ უწყებაში თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით არ აჰყავთ. ამ განცხადებით გენადი მახარაძე გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "კვირის მთავრაში,“  ნაციონალური მოძრაობის წევრის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ ბათუმში მოქმედი აიპების თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ასაქმებენ და მაგალითად საჯარო ბიბლიოთეკა დაასახელა. გენადი მახარაძის განმარტებით, ბიბლიოთეკაში ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ორი ახალი თანამშრომელი აიყვანეს. დასაქმებულებიი კი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.

ამავე კატეგორიაში