წვიმიანი და ცივი ამინდი გველოდება

08 იანვარი 2018, 00:00 9519 ნახვა

9 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აცივდება. ცივი ჰაერის მასები დღის მეორე ნახევრიდან გავრცელდება და ტემპერატურა მკვეთრად დავარდება. 

დაბლობში არ ითოვებს, თუმცა მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და დასავლეთის  ქარი 20-25 მეტრი წამში. 

მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. 

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 10 იანვარს, საღამოს გამოიდარებს და 11 იანვარი შედარებით თბილი და მზიანი იქნება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში