გაიზრდება თუ არა სამარშრუტო ავტობუსებით მგზავრობის საფასური?

08 იანვარი 2018, 00:00 2611 ნახვა

დაკანონდება თუ არა საბოლოოდ სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის გაზრდილი ტარიფი? ამას სავარაუდოდ ცოტა ხანში საკრებულო გადაწყვეტს. თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს ეს უფლებამოსილება გასული წლის მარტში მიანიჭა საქართველოს მთავრობამ, თუმცა ბათუმის საკრებულოს დადგენილების დელეგირება არ მოუხდენია. შესაბამისი პროცედურების გავლის შემთხვევაში კი გადამზიდავი კომპანიები თავიდანვე, ტარიფის ცვლილების ინიციატივით, პირდაპირ საკრებულოსთვის შეძლებდნენ მიმართვას.

მათ დღეს ქალაქის მერი შეხვდა. მერიაში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა რომ დროებით, ოფიციალური დასაბუთების წარდგენამდე ტარიფი კვლავ 40 თეთრს დაუბრუნდება. შეგახსენებთ სამი დღეა მგზავრები ქალაქის ტერიტორიაზე 10 თეთრით გაზრდილი ტარიფით გადაადგილდებიან, რასაც მძღოლები და გადამზიდავი კომპანიები ბაზარზე სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების გაზრდილი ფასებით ხსნიან. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში