ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი ისევ არ მუშაობს

09 იანვარი 2018, 00:00 4597 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში შუქნიშანი ისევ არ მუშაობს.

მერიის  ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დაზიანება სერიოზულია. საჭიროა მიწისქვეშა კომუნიკაციების შემოწმება, ამისთვის ექსპერტები უკვე მოიწვიეს და სამუშაოები ხვალ დაიწყება. გენო ჩხეიძის თქმით, ლაბორატორიულ შემოწმებას დროს დასჭირდება, სწორედ ექსპერტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი,  აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი როდის ჩაირთვება.

უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ შუქნიშანი რამდენჯერმე შეაკეთეს, თუმცა მალევე გაფუჭდა.

ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთისას, პრობლემა ექმნებათ, როგორც ქვეითად მოსიარულეებს ასევე მძღოლებს. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. გასულ წელს, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

ჭავჭავაძის ქუჩაზე გზაგამყოფი ჯებირიც დამონტაჟდა. რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 53 ათასი ლარი დაიხარჯა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში