"უდაბნოს კარიბჭედ" წოდებულ ქალაქში გათოვდა

09 იანვარი 2018, 00:00 5285 ნახვა

წყარო: https://www.express.co.uk/news/world/901733/Sahara-Desert-snow-Ain-Sefra-Algeria-pictures-photos

თოვლის საფარმა ალჟირის პატარა ქალაქ აინ-საფარას სილიანი ქუჩები თოვლით 7 იანვარს დაფარა

ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა "უდაბნოს კარიბჭედ" წოდებულ ქალაქში თოვლი მოდის

 

ქალაქში, სადაც ადგილობრივებმა ზაფხულში 37 გრადუსი სიცხე გადაიტანეს, ამჯერად ქვიშა 40 სანტიმეტრიანმა თოვლმა დაფარა. 2016 წლიდან განსხვავებით, უჩვეულო ამინდი ამჯერად უფრო ხანგრძლივი და "ხვავრიელი" იყო. 

ფოტოგრაფი კარიმ ბოუჩეტატა, რომელმაც თოვლიანი ქვიშის ფოტოები გადაიღო, გამომცემლობა www.express.co.uk ამბობს, რომ  უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა. "რეალურად გაოცებული ვიყავით, როცა გავიღვიძეთ და დავინახეთ თოვლი. მთელი დღე თოვდა და ნალექმა დნობა 5 საათზე დაიწყო".

 

უფრო ადრე დედამიწის ამ ცხელ ნაწილში თოვლი 1979 წელის თებერვალში დაფიქსირდა. თუმცა მაშინ თოვლის ფანტელები ციდან მხოლდო ნახევარი საათი ცვიოდა. 

 

 

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში