თაღლითობის ბრალდებით ბათუმში 5 პირი დააკავეს

10 იანვარი 2018, 00:00 8940 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი 5 პირი ბათუმში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სლოტ-კლუბში სათამაშო აპარატი წინასწარი შეთანხმებით დააზიანეს, თაღლითური გზით 10 ათას 760 ლარი მოიგეს, შემდეგ მოგებული თანხა აიღეს და შენობა დატოვეს.

კლუბის თანამშრომლებმა მომხდარი ფაქტი საეჭვოდ მიიჩნიეს და სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიციამ ხუთივე პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები მიმდინარე წლის დეკემბერში, მსგავსი თაღლითური სქემის გამოყენებით, სხვადასხვა ოდენობის თანხას რამდენჯერმე დაეუფლნენ.

ამავე კატეგორიაში