ღოღობერიძეს და ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ბრალდება სასამართლომ არ დაუდგინა

10 იანვარი 2018, 00:00 3140 ნახვა

განაჩენი რომელსაც ორივე მხარე გაასაჩივრებს - აქციის ორგანიზება, ოღონდ არა ძალადობით და რბევით, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევით - მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, დამნაშავედ ცნო, თუმცა არა იმ მუხლით რა მუხლითაც პროკურატურა ითხოვდა მათ დასჯას. საგამოძიებო ორგანომ ვერ დაასაბუთა რომ დაკავებულები იყვნენ აქციის ორგანიზატორები, რომელსაც თან ახლდა ძალადობა და რბევა.

226-ე მუხლში, ანუ იმ მუხლში რომლითაც მათ წელიწადნახევარი მიუსაჯეს, არაა ნახსენები სიტყვა ძალადობა. ანუ შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე, ძალადობის ნაწილში, აქციის ხელმძღვანელი და აქციის ორგანიზატორი არ არსებობს. პროკურატურის მიერ ბათუმის აქციის საქმესთან დაკავშირებით ეს პირველი წარუმატებლობა არაა, მსგავსი მოხდა მონაწილეობაში ბრალდებულის ლაშა დეკანაძის შემთხვევაშიც. მაშინაც მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მსუბუქი მუხლით მიუსაჯა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში