მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს დღეს კენჭს უყრიან  

11 იანვარი 2018, 00:00 2851 ნახვა

დღეს მოსამართლეობის  მსურველ  კანდიდატებს  კენჭს  უყრიან  და  სხვადასხვა ინსტანციაში გაამწესებენ.  79 კანდიდატებს შორის გახმაურებული საქმეების მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც არიან. ცნობილია რომ  სამმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა,  19 კანდიდატმა კი მოსამართლეობის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა.  

იმისთვის რომ კანდიდატი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშოს, საბჭოს წევრთა მინიმუმ 10 ხმაა საჭირო. დღევანდელ სხდომაზე კენჭს უყრიან იმ მოსამართლეებს, რომლებსაც მოსამართლედ მუშაობის 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება გააჩნია. მათ შორისაა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე დავით მამისეიშვილი.

32 სასამართლოში სულ 52 ვაკანტური ადგილია,  როგორ გადანაწილდებიან მოსამართლეობის მსურველები დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

ამავე კატეგორიაში