მაუწყებლის ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

11 იანვარი 2018, 00:00 4672 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მაისურაძემ თანამშრომლებს თავად აცნობა. განუცხადა, რომ სისტემაში რჩება და როტაციის პრინციპით სხვა რეგიონში გააგრძელებს საქმიანობას.

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ‘’მთავარის’’ ჟურნალისტის შეკითხვებს არ უპასუხა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გადაამისამართა.

უწყებაში, აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ ლევან მაისურაძე იმავე პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას.

ლევან მაისურაძე ამ პოზიციას 2017 წლის 7 ივნისიდან იკავებს. მანამდე კი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.

ლევან მაისურაძემ კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა, რომელმაც ასევე, როტაციის პრინციპით 11-12 მარტის აქციების შემდეგ რამდენიმე თვეში თანამდებობა დატოვა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში