თამაზ ბაკურიძე 11-12 მარტს მღებრიშვილის ხულოში ვიზიტს იხსენებს

11 იანვარი 2018, 00:00 4076 ნახვა

ლევან მაისურაძემ, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პოზიციაზე, როტაციის პრინციპით კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა. სწორედ ბუხრაძის გადადგომას ითხოვდნენ 11-12 მარტის აქციების დროს მოქალაქეები. თუმცა მაშინდელმა მინისტრმა იგი მხოლოდ სამი თვის შემდეგ გადაიყვანა სხვა რეგიონში.

იმის მიუხედავად, რომ 11-12 მარტის მასობრივი ძალადობისა და არეულობის ორგანიზატორი ამ დრომდე არაა გამოვლენილი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მაშინ საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობის მობილიზაცია იყო დაწყებული მაღალმთიან აჭარაში, რაც გიორგი მღებრიშვილის ხულოში ვიზიტმა შეაჩერა. თამაზ ბაკურიძე იხსენებს, რომ მას მაღალმთიანეთის მოსახლეობა უკავშირდებოდა და სამართალდამცველების მხრიდან მოსახლეობის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას აპროტესტებდა. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაშინ სიტუაციის განმუხტვა შეძლო.

 ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის არქივში იძებნება. ოფიციალური ვერსიით, მღებრიშვილი მაშინ საკუთარი უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ამავე კატეგორიაში