რატომ მოჭრეს ხეები ჩაქვში

11 იანვარი 2018, 00:00 2633 ნახვა

ჩაქვიდან შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადასატანად ხეს ამზადებენ, პარალელურად გაჰყავთ გზა და მწვანე  ნარგავებს  ჭრიან.  ოპოზიციამ დღეს ეს პროცესი კიდევ ერთხელ  გააპროტესტა.“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აპირებს პროკურატურას მიმართოს, მანამდე კი ხელისუფლებას  რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც  სამუშაოების  მწარმოებლებმა გვირთხეს აქ ხის გადატანაზე, ასევე გზის გაყვანაზე ერთდროულად რამდნემე  კომპანია მუშაობს. გვეუბნებიან რომ ხეებს  ნებართვის საფუძველზე გზის რეაბილიტაცია-გაფართოვების გამო ჭრიან.

 როგორც საგზაო დეპარტამენტში ამბობენ გზის რეაბილიტაცია მოსახლეობამ მოითხოვა, მთავრობამ კი ინვესტორის სახით კომპანია “ატუ” იპოვა, რომელიც სამუშაობეს 2 მილიონი ლარით აფინანსებს. ასოციაცია “ატუ” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის  მიხედვით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, ხეების მოჭრის ნებართვა სწორედ ამ უწყებამ გასცა. გარემოს დაცვის ინსპექციაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში