ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქე სარფის საზღვარზე დააკავეს

11 იანვარი 2018, 00:00 2016 ნახვა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ფეთჰულა გიულენის ორგანიაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობით ცდილობდა. თურქული გამოცემა ,,საბაჰის" ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა 2017 წლის 19 ოქტომბერს მოხდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. თურქული მედიის ცნობით, საუბარია თურქეთის მოქალაქე ვინმე ქერემ ოქიზე, რომელიც სარფის გამშვებ პუნქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქის ყალბი საბუთით. არსებული ინფორმაციით, ქერემ ოქი საქართველოს გავლით ნორვეგიაში აპირებდა გამგზავრებას. 

ამავე კატეგორიაში