ხუთ და მეტ შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ

12 იანვარი 2018, 00:00 8555 ნახვა

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, 5  და მეტ შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ.

ამოქმედდა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ასევე 3 და მეტ შვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მარტოხელა მშობლებს მატერიალური დახმარება გაეწევათ.

70 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სამშვილიანი ოჯახები, ყოველთვიურად 80 ლარს,  იმავე რაოდენობის სარეიტინგო ქულის მქონე ოთხშვილიანი ოჯახები -  100 ლარს,  ხოლო ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახები 180 ლარს მიიღებენ.       

უდედმამო ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება 150 ლარს შეადგენს. მარტოხელა მშობლებს კი 50 ლარი დაერიცხებათ.

100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ  ოჯახებს ყოველ  ახალშობილზე, მერია ერთჯერადად 800 ლარს გადასცემს.

კონკრეტულად რამდენ ოჯახს დაეხმარებიან და შესაძლებელია თუ არა ბენეფიციარების მატების შემთხვევაში თანხების მობილიზება? ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ამ კუთხით პრობლემა არ არსებობს. ‘’მსგავსი ტიპის პროგრამები წლების განმავლობაში ხორციელდება. ამიტომ აღებულია საშუალო მაჩვენებელი. თუ ბენეფიციართა რაოდენობა  გაიზარდა, სწრაფად და ოპერატიულად მოხდება რეაგირება.  ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტში ცვლილება შეგვაქვს’’ - აცხადებს მარინა რუხაძე.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განსაზღვრული ბიუჯეტი მიმდინარე წელს 1 მილიონ 200 ათასი ლარით გაიზარდა და 13 მილიონ ლარი შეადგინა.

ამავე კატეგორიაში