ათეული წლები მოპირკეთებული ქუჩის მოლოდინში - ''ჭაობის'' რეაბილიტაცია

12 იანვარი 2018, 00:00 3795 ნახვა

ტროტუარებისა და გარეგანათებების ჩათვლით სრულად უნდა მოწესრიგდეს მაიაკოვსკის ქუჩა, გათვალისწინებულია ჩამდინარე წყლების სისტემის გამართვა და გზის მშენებლობა - ამ ქუჩისთვის მერიამ 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ტენდერი ორი დღის წინ გამოცხადდა. ასევე 5 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული კომახიძის და სევასტოპოლის ქუჩების რეკოსტრუქციისთვის. ეს თანხები მოიცავს მოასფალტებას.

სამმილიონნახევარზე მეტი ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება, მილიონზე მეტი კი ნიჟარაძის ქუჩისთვის – მოკლედ ბათუმის მერია იმ ქუჩების მოწესრიგებას იწყებს, სადაც ათეულობით წლებია ასფალტი არ დაუგიათ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში