ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია

12 იანვარი 2018, 00:00 3973 ნახვა

რა შეიცვალა და რა დარჩა შესაცვლელი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დასრულებას 2017 წლისთვის ვარაუდობდნენ, თუმცა სარემონტო სამუშაოებისას გამოკვეთილი ახალი, გაუთვალისწინებელი პრობლემების ფონზე პროცესი გახანგრძლივდა. მილიონობით ლარს ხარჯავს ფონდი “ქართუ”.

შენობის ფასადი 2010 წელს შეცვალა წინა ხელისუფლებამ, მაშინ კრიტიკის საგანი გახდა ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე მსგავსი უხეში ჩარევა და ოქროსფერში გადაწყვეტილი ორნამენტები.

ახალი რეკონსტრუქციის დაწყებისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ ფასადის პირვანდელი სახის დაბრუნება სახელდებოდა. ამჟამად კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ჯერ-ჯერობით არაა დაზუსტებული სად გადაიტანენ ოქროსფერ ლომებს, ან შეიცვლება თუ არა საბოლოოდ ოქროსფერი კაპიტელები და ბარელიეფი

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში