ბათუმის “დინამო” გაიყიდა

13 იანვარი 2018, 00:00 6284 ნახვა

ბათუმის “დინამო” გაიყიდა და ის ადგილობრივმა კომპანიამ შეიძინა. ინფორმაცია “მთავართან” გუნდის უფროსმა ირაკლი ცანავამ დაადასტურა, თუმცა ჯერ-ჯერობით  კომპანიის სახელი და ახალი მფლობელების ვინაობა  არ კონკრეტდება.  “დინამოში” აცხადებენ, რომ დეტალები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ირაკლი ცანავას ინფორმაციით,  გუნდის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა გია გეგუჩაძე გახდეს,   მასთან მოლაპარაკებებს ბათუმის მერია და გუნდის ახალი  მფლობელები აწარმოებენ.   თავად  გია გეგუჩაძე ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, ბათუმში უახლოეს დღეებში ჩამოვა  და   კონტრაქტს ხელს მოაწერს. 

ამავე კატეგორიაში