პიროტექნიკის შედეგად არასრულწლოვანმა მძიმე დაზიანება მიიღო

14 იანვარი 2018, 00:00 2621 ნახვა

პიროტექნიკით ძველით ახალი წლის ღამეს ბათუმში 9 წლის მოზარდს ხელი დაუზიანდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შედარებით მძიმედ დაშავდა ასევე 30 წლის კაცი.

კიდევ ერთმა დაშავებულმა, რომელსაც პირველი ხარისხის დამწვრობა ხელსა და სახეზე აქვს მიღებული, ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. დაშავებულების მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულებებში კომენტარები არ გაკეთებულა. 

ამავე კატეგორიაში