14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

14 იანვარი 2018, 00:00 2565 ნახვა

დღეს საქართველოში  ქართული თეატრის დღე აღინიშნება. პირველი სპექტაკლი “გაყრა” იმ დროისთვის ერთადერთ პროფესიულ თეატრში 1850 წლის 14 იანვარს  დაიდგა.  აჭარაში მოქმედ თეატრებში მიმდინარე წელს სიახლეები იგეგმება. წელს უნდა დასრულდეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრის რეაბილიტაცია. 

ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის განცხადებით, გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი სპექტაკლის დადგმა. სიახლეებს აანონსებს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ხულოს დრამატული  თეატრი  ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში