გარემოსდაცვითი კანონდარღვევის  11  625  ფაქტი 

15 იანვარი 2018, 00:00 2905 ნახვა

გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 ათას 625 ფაქტი გამოვლინდა გასულ წელს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 8 მილიონ 651 ათას 243 ლარი შეადგინა.

დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - ათას 737 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - ათას 397, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 832, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ათას 407, ხოლო თევზჭერის და ნადირობის წესების დარღვევის - 1078 ფაქტი.

ამავე კატეგორიაში