ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

15 იანვარი 2018, 00:00 6028 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ექიმი რუსუდან შავიშვილი დაინიშნა. როგორც მინისტრმა ზაალ მიქელძემ განაცხადა, შავიშვლის შერჩევა პროფესიონალიზმის ნიშნით მოხდა და არა პოლიტიკური. რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ  იგი  პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის.  დანიშნვამდე „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს შავიშვილი მაგული გოგიტიძესთან ერთად საქველმოქმედო ფონდ „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ხელმძღვანელობდა.

ამავე კატეგორიაში