ხელოვანები გადაცემა ''ტელესპექტაკლის'' ეთერში დაბრუნებას ითხოვენ

15 იანვარი 2018, 00:00 2910 ნახვა

თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში, ხორავას სახლში პრესკონფერნცია გამართეს. მთავარი მოთხონაა, გადაცემა ტელესპეკტაკლები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში აღდგეს. გადაცემა სამი წლის განმავლობაში გადიოდა. ხელოვანების განცხადებით, გადაცემები შემეცნებითია, რაც საზოგადოებისითვის მნიშვნელოვანია. თეატრალური საზოგადოება ორ დღეში კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავს აჭარის ტელევიზიის დირექტორთან, შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი როგორც ამბობენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პასუხი ხელოვანების მოთხოვნაზე. განცხადებაში წერია, რომ  აჭარის ტელევიზიის ორი გადაცემა „სცენა“ და „არტექსპერტი“ ეთმობა ხელოვნების, მათ შორის, თეატრის წარმოჩენას, მაუწყებლის მენეჯმენტი წუხილს გამოთქვამს, რომ 11 იანვარს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში საქმიან ფორმატში მსჯელობის საშუალება არ მიეცათ.

 

ამავე კატეგორიაში