ცე ჰეპატიტის ელიმინაცია - 2 438 განკურნებული პაციენტი

15 იანვარი 2018, 00:00 2569 ნახვა

40 ათასზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა სამი წლის განმავლობაში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, დარჩენილი არიან ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან დაავადების შესახებ, სწორედ ამიტომ დავით სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს დროულად ჩაერთონ უფასო სკრინინგში. პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ვირუსის მატარებელ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით საქართველო ჩ ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. სწორედ ამიტომ და იმის გამო რომ ქვეყანა მზად იყო გამკლავებოდა ვირუსს, საქართველო შეირჩა ელიმინაციის პროგრამის სატეტსო ქვეყნად. მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით პაციენტთა უმრავლესობას საერთოდ აღარ აღენიშნება ჰეპატიტი.

როგორია 2017 წლის შედეგი და მართლდება თუ არა ქვეყნის ამბიციური მიზანი, რაც 2020 წლისთვის  ჰეპატიტის გავრცელების 90 პროცენტამდე შემცირებას გულისხმობს?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში