ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში პოლიციამ ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა

16 იანვარი 2018, 00:00 2427 ნახვა

ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში პოლიციამ ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, 26, 33 და 40 წლის მამაკაცები არიან დაკავებული. ისინი სამართალდამცავებმა დანაშაულის ადგილზე აიყვანეს.

პოლიციაში ამტკიცებენ, რომ კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ვალიადოლიდში სულ მცირე, 9 სახლი გაძარცვეს. გამოძიების ინფორმაციით, მძარცველები ბინებში დილით შედიოდნენ, როდესაც მეპატრონეები სამსახურში იყვნენ. წაღებულია ძვირფასი ნივთები, სამკაული და ფული. დაპატიმრებულები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. 

ამავე კატეგორიაში