ქობულეთში ხანძარი კაკალაძეების 6 სულიანი ოჯახის საცხოვრებელს გაუჩნდა

16 იანვარი 2018, 00:00 17463 ნახვა

ქობულეთში ხანძრის შედეგად კაკალაძეების 6 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.
ცეცხლი სახლს დღეს გაუჩნდა, როგორც დაზარალებულები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებენ, ხანძარი საძინებელში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, რადგან სახლი კედლები ხით იყო მოპირკეთებული. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები სამ არასრულწლოვანთან ერთად.

ხანძარმა გაანადგურა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და პირადი გამოყენების ნივთების ნაწილი.

​მეხანძრეებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი მივიდა. ამბობს, რომ შემთხვევას სპეციალური კომისია შეისწავლის და დასკვნის საფუძველზე დაეხმარებიან დაზარალებულებს. 

ამ ეტაპზე უცნობია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში