აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობაზე ყოფილმა თანამშრომლმა შეურაცხმყოფელი წარწერა გააკეთა

16 იანვარი 2018, 00:00 4009 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი ანთიძემ მაუწყებლის შენობაზე შეურაცხმყოფელი წარწერა გააკეთა.  ინციდენტის გამო მაუწყებელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სწორედ სამართალდამცველების მოსვლის შემდეგ რამდენიმე წუთში დატოვა ირაკლი ანთიძემ ტერიტორია.

შსს მომხდარზე წინასაგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.  გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკევვა რა სანქცია დაეკისრება სამართალდამრღვევს. ანთიძე არხზე დაახლოებით 2 წელია აღარ მუშობს. ამ დროის მანძილზე ის ინტენსიურად ითხოვს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადადგომას. ბანერი ამ მოთხოვნით მან ორი დღის წინ ტელევიზიის მოპირდაპირე მხარეს გააკრა. რაც შეეხება მაუწყებლის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, პირვანდელი სახე  შენობას ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს- გვითხრეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში. 

ამავე კატეგორიაში