როგორ ტარდება სპორტის გაკვეთილები სპორტული დარბაზების გარეშე?

16 იანვარი 2018, 00:00 2681 ნახვა

სპორტული ინფრასტრუქტურა სკოლებში – ამ მხრივ რომ რეგიონის ათობით სკოლას აქვს პრობლემა, ამას აჭარის განათლების სამინისტროში არ უარყოფენ. ამბობენ, რომ წელს 27 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, უფრო კონკრეტულად კი შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სკოლების უმრავლესობას მხოლოდ გარე მოედნები აქვს, სადაც სწავლება ვერ ხერხდება ზამთრის განმავლობაში, შესაბამისად სპორტის მასწავლებლები ძირითადად სამაგიდო თამაშებით შემოიფარგლებიან. ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო სპორტის გაკვეთილები ერთფეროვანია და მოზარდებს ვერ ავარჯიშებენ სხვადასხვა სახეობის სპორტში, იმ მიმართულებებში რაშიც ფიზიკური აქტივობებია საჭირო.

ამ მხრივ რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამაზე, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს განათლების მინისტრმა,  მიხეილ ჩხენკელიც გაამახვილა ყურადღება. იგი ამბობს, რომ მას პრინციპული პოზიცია აქვს - ყველა სკოლას ჰქონდეს მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში