სპორტი მთავარში

16 იანვარი 2018, 00:00 2301 ნახვა

დღეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონის მორიგი ტური გაიმართა, ცენტრალური დაპირისპირება კლივლენდში შედგა, სადაც ადგილობრივი კავალიერსი, მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტს შეხვდა. ბოლო წლებში ენ-ბი-ეის მთავარ დაპირისპირებად ქცეული მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ყველაფერი კი ბოლო პერიოდში გადაწყდა.  ჩემპიონებმა მაინც დაჯაბნეს ლებრონ ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები, და 118-108 იმარჯვეს. 32 32 ქულით დაასრულეს მატჩი ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა. საქართველოს ნაკრების ექს კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ კი ეს შეხვედრა მცირე ტრამვის გამო  გამოტოვა. რაც შეეხება სხვა თამაშებს; შეუჩერებელია ლოს-ანჯელეს კლიპერსი,რომლებმაც გოლდენ სტეიტის შემდეგ ჰიუსტონიც დაამარცხეს 113-102  და პლეი-ოფის ზონას დაუბრუნდნენ. ოკლაჰომამ დიდი წვალებით სძლია აუტსაიდერ საკრამენტო კინგსს 95-88.

გერმანიის ქალაქმა მიუნხენმა გოგონათა და ვაჟთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების კენჭისყრას უმასპინძლა. ფიბა-ევროპის მიერ ორგანიზებულმა კენჭისყრამ კონტინენტუს ასაკობრივ ჩემპიონატებში ქვეყნები ჯგუფებში გაანაწილა. კენჭისყრას  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობისა და ფიბა-ევროპის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი, მიხეილ გაბრიჩიძე  ესწრებოდა. საქართველოს ნაკრების 5 ასაკობრივი ნაკრები სხვადასხვა დივიზიონის 5 ქვეჯფგუფში გადანაწილდა. 

3. საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიური მორიერსედან ამამვე ქვეყნის  ჩემპიონატში მოთამაშე “რიო ავეში” გადავიდა. მან კლუბთან ექვსთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მიმდინარე პორტუგალიის ჩემპიონატში "რიო ავე" 30 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით კლუბი ქართველ მეკარეს ოფიციალურად  ხვალ წარადგენს.  

ინგლისის პრემიერლიგის დასკვნითი ტურის მატჩი გაიმართა გუშინ ოლდ ტრაფორდზე. მანჩესტერ იუნაიტედმა სტოკ სიტი მიიღო და დამაჯერებელი ანგარიშით 3:სძლია. პირველ ტაიმში გოლები ანტონიო ვალენსიამ და ენტონი მარსიალმა გაიტანეს. წერტილი კი  რომელუ ლუკაკუმ 74 წუთზე დასვა. ამ გამარჯვებით ჯოზე მაურინიოს გუნდმა ლიდერ  "მანჩესტერ სიტისთან" ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა.  

რაინ გიგზი უელსის ნაკრებს უხელმძღავნელებს. ბრიტანული სპორტული მედიასაშულებების და უელსის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გიგზმა უელსის ეროვნულ ნაკრებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა  და იგი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინება. ოფიციალურ წარდგენაზე გიგსმა თქვა რომ: ძალიან ეამაყება ახალი და პოსტი და გუნდთან ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს.  შეგახსნებთ რაინ გიგსს ამავე ნაკრებში ფეხბურთელის რანგში ჩატარებულ 64 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

ამავე კატეგორიაში