ტერორიზმში ბრალდებულის სასამართლო პროცესი

17 იანვარი 2018, 00:00 1519 ნახვა

დიდი ოდენობით ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვაში ბრალდებული  ფემბე ოზლეს წინა სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ნოემბერში მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, შესაძლოა საქმე ტერორიზმთან იყოს კავშირში და ამ მოტივით სხდომის დახურვა მოითხოვა. თურქეთის მოქალაქე ქალი ორი თვის წინ ქობულეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, მოგვიანებით დაკავების ამსახველი მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ბრალდების მხარე მას 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით  ედავება, საქმის მასალებით ირკვევა რომ ბრალდებული იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ქობულეთსა და ბათუმში  დროებით საცხოვრებელ სახლებში მალავდა, ასევე სამალავი ჰქონდა მოწყობილი  კვირიკეში მდინარის სანაპიროსთან. 

ამავე კატეგორიაში