შეთანხმება თეატრალებსა და მაუწყებელს შორის

17 იანვარი 2018, 00:00 6031 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და ქართული თეატრის თანამშრომლობა გაგრძელდება. დღეს მაუწყებლის დირექტორთან ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა.

მხარეების განმარტებით, დიალოგი კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართა და შეთანხმდნენ, რომ მაყურებელი ტელესპექტაკლებს აჭარის ტელევიზიის ეთერით ისევ იხილავს. მაუწყებლის ინიციატივით სპექტაკლებს საეთეროდ საკონსულტაციო ჯგუფი შეარჩევს, რომელიც სპეციალისტებით დაკომპლექტება.

კანდიდატები უკვე დასახელდა, მათთან მოლაპარაკებებს არხის ხელმძღვანელობა გამართავს. “ტელესპეტაკლები” პირველად აჭარის ტელევიზიით სამი წლის წინ გადაიცა.  2017 წლის ბოლოს პროექტზე დასაქმებულებს ხელშეკრულების ვადები ამოეწურათ, ახალი კონტრაქტები კი აღარ გაფორმდა, რამაც თეატრალების პროტესტი გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში