ფაროსანასთან საბრძოლველად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

17 იანვარი 2018, 00:00 2886 ნახვა

მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ღონისძიებები სამ ეტაპად განხორციელდება. მოხდება წამლის და საწვავის შეძენა, და მომსახურე პერსონალის დაქირავება.

დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიაც. გიორგი ხანიშვილის განმარტებით, თანხა გამოყოფილია მეცნიერებისთვის, რათა  კვლევები ჩატარდეს. შესაძლოა დაიწყოს მოკვლევა ბიოლოგიური მტრის შემოყვანის მიმართულებითაც. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლაში დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში