მოსახლეობას სასმელი წყალი მესამე დღეა არ მიეწოდება

17 იანვარი 2018, 00:00 3217 ნახვა

ბარცხანაში, ნონეშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს სასმელი წყალი მესამე დღეა არ მიეწოდებათ. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალმომარაგებაში არსებული შეზღუდვები დღის პირველ ნახევარში უნდა მოხსნილიყო, თუმცა ამ დრომდე ვითარება უცვლელია.

კომპანია "ბათუმის წყალში" კი განმარტავენ, რომ  სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაგეგმილზე მეტი დრო დაჭირდა. გამოიცვალა წყლის მილი.

მათივე ინფორმაციით, ბარცხანაში წყალმომარაგება დღეს 23 საათამდე აღდგება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში