სახელმწიფო აუდიტი: 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა

17 იანვარი 2018, 00:00 2396 ნახვა

აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის პასუხი. აუდიტი იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც მათი მტკიცებით სიცოცხლისთვის სახიფათოა. აუდიტი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხმარებიდან ამოსაღები ასეთი 29 ათასზე მეტი ვაქცინა გაიხარჯა საქართველოში.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, აქ განმარტავენ რომ ის მედიკამენტი, რაზეც აუდიტი საუბრობს, კანონის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში. რაც შეეხება ჯანმო-ს რეკომენდაციას, სწორედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების შემდეგ ჩაანაცვლეს მედიკამენტი ახლით. თუმცა ახალი ვაქცინის შემოტანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყენებდნენ ძველს, უკუჩვენება კი არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. მასშტაბური გამოხმაურების შემდეგ, ცოტა ხნის წინ გაავრცელა მორიგი განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში