27% - ''ქართულ ოცნებას'', 24% -არც ერთ პარტიას - NDI-ის კვლევა

18 იანვარი 2018, 00:00 2818 ნახვა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? - ​NDI-ის კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

3% ნაკლები, გამოკითხულთა 24% კი აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.

15%-მა არ იცის, 13 პროცენტს უარი აქვს პასუხზე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას გამოკითხულთა 10% მისცემდა, ევროპულ საქართველოს – 3%, სხვა პარტიებს – 7%.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 2 298 პირისპირი ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში