დღეს ღამით მოსალოდნელია შტორმული ამინდი

18 იანვარი 2018, 00:00 6604 ნახვა

დღეს, 18 იანვარს, ღამის 4 საათიდან მოსალოდნელი ამინდის გაუარესება. 24 საათის განმავლობაში, 20 იანვრის დილამდე, შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელდება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი.

ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი. 

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შთაფლვის რიტუალის დროს ზღვა არ იქნება შტორმული, 12 საათისთვის არც ძლიერი ქარი და ნალექია მოსალოდნელი.

ამინდის რუქაზე მოცემულია 18 იანვრის დღის მონაცემი. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში