ნიგერიაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ბაზრის ტერიტორიაზე აიფეთქა

18 იანვარი 2018, 00:00 1788 ნახვა

ნიგერიაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ბაზრის ტერიტორიაზე აიფეთქა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 65 დაშავდა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სხეულზე დამაგრებული ასაფეთქებელი ხალხის მასაში აამოქმედა.

ნიგერიული პოლიციის ინფორმაციით, მეორე ტერაქტი ქალაქ მაიდუგურში მოხდა. ტერორისტმა ქალმა პანიკის გამო თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც ირგვლივ არავინ იყო. შედეგად, სხვა არავინ დაღუპულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა წარსულში ანალოგიური ტერაქტების უკან დაჯგუფება ,,ბოკო ჰარამი" იდგა. 

ამავე კატეგორიაში