ბრაზილიის უდიდეს ქალაქ სან-პაულოს ქუჩებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების მატების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

18 იანვარი 2018, 00:00 1822 ნახვა

ბრაზილიის უდიდეს ქალაქ სან-პაულოს ქუჩებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების მატების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ,,როიტერის" ინფორმაციით, მომიტინგეები ერთ-ერთ ბანკს თავს დაესხნენ და ავტობუსებს გზა დაუბლოკეს, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეტროთი და ავტობუსით გადაადგილების საფასური 7 რეალამდე გაზარდა.

მარშს სტუდენტებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის დროს წესრიგის დასაცავად ქუჩებში სამხედროები პატრულირებდნენ. დააკავეს რამდენიმე აქტივისტიც.

ამავე კატეგორიაში