გერმანელმა სამართალდამცავებმა 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს

18 იანვარი 2018, 00:00 2830 ნახვა

გერმანელმა სამართალდამცავებმა 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა გერმანული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცი, ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად ქალაქ ულმში ცხოვრობდა.

გამოძიების ცნობით, ისინი მოკლულის ოჯახის წევრებს იცნობდნენ. საქართველოს მოქალაქეს და მის მეუღლეს თავდაპირველად, სავარაუდოდ, მოკლულის ბინის გაქურდვა ჰქონდათ განზრახული.

შემთხვევას შეესწრო მოხუცი ქალბატონიც, რომელიც გარდაცვლილის დედა აღმოჩნდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილ ცოლ-ქმარს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე კატეგორიაში