სპორტი მთავარში

18 იანვარი 2018, 00:00 2630 ნახვა

ბათუმის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაში 21 იანვრიდან შევა. სწორედ ამ დღეს გაიმართება საძირკვლის ჩაყრის ცერემონია და სიმბოლური კაფუსულის ჩაშვება. ღონისძიებაში მონაწილეობას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები და ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია ანაგმა 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი უნდა ააშენოს, გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა და ადგილი შემოიღობა.  

დღეს ნაციონალური-საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გაიმართა. ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტი, ჩიკაგო ბულს დაუპირისპირდა და ანგარიშით 119-112 სძლია, მატჩის პირველი ნახევარი თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა გოლდენმა ტრადიციულად მოუმატა მესამე ტაიმში და მეოთხე პერიოდი 17 ქულიანი უპირატესობით დაიწყო.. უორიორსიდან საუკეთესოები იყვნენ კლეი ტომპსონი და სტეპ კარი, რომლებმაც შესაბამისად 38 და 30 ქულა მოუტანეს გუნდს, ამასთან სტეპ კარიმ 9 მოხსნაც გააკეთა რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას მას ძალიან კარგი მატჩი გამოუვიდა, ქართველმა პარკეტზე 17 წუთი დაჰყო და 6 ქულას 5 გადაცემას და 11 მოხსნას მოუყარა თავი. მომდევნო მატჩში 21 იანვარს გოლდენ სტეიტი, თავის მთავარ ოპონენტ, ჰიუსტონ როკეტსს დაუპირისპირდება. 

როჯერ ფედერერი ავტრალიის ღია პირველობის მე-6 ჯერ მოსაგებად ბრძოლას განაგრძობს, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა დღეს იან ლენარდ შტრუფს 6:4 6:4 7:6 სძლია და შემდეგ ეტაპზე ფრანგ რიჩარდ გასკეს შეხვდება. წარატებით დაძლია მეორე წრე ნოვაკ ჯოკოვიჩმაც, სერბმა ფრანგ გაელ მონფისს 4 სეტში 4:6 6:3 6:1 6:3 მოუგო. სენსაციებს შორის კი სტენ ვავრინკას მარცხი უნდა გამოვყოთ, 86-ე ნომრად განთესილ ამერიკელ ტენის სანდგრენთან. გოგონათა შორის შარაპოვამ სევასტოვას მოუგო, სიმონა ჰელეპმა კი კი ეჟენი ბუშარდი დაამრცხა. ხვალ გამთენიისას ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კაელ ედმუნდს დაპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 4 საათზეა ჩანიშნული. 

გუშინ ესპანეთის თასზე, მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. კატალონიის „ბარსელონა“ სტუმრად ესპანიოლთან დამარცხდა ანგარიშით 1:0. თავიდან დაწინაურების შანსი ბარსელონას ჰქონდა, თუმცა მესიმ „11 მეტრიანი“  ვერ გამოიყენა. გამარჯვების გოლი კი 88 -ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ოსკარ მელენდომ გაიტანა. პირველი შეხვედრა წააგო „ატლეტიკომაც“, სიმეონეს შეგირდებმა საკუთარ მოედანზე სევილიასთან დათმეს შეხვერდა ანგარიშით 1:2.  იგივე ანგარიშით მოუგო „ალავესს“ „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე. მადრიდის „რეალი“  თავის შეხვედრას დღეს ჩაატარებს, სამეფო კლუბი სტუმრად „ლეგანესს“ დაუპირისპირდება.

საფრანგეთის ჩემპიონატში კვლავ შეუჩერებელიაპარის ენ ჟერმენი“, ლიგა 1-ის 21-ე ტურში პარიზელებმა „დიჟონი“ გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 დაამარცხეს და მეორეადგილოსან „ლიონთან“ სხვაობა 11 ქულამდე გაზარდეს. ნეიმარმა შეხვედრაში პოკერი შეასრულა, ანხელ დიმარიამ დუბლი, ხოლო მბაპემ და კავანიმ თავი თითოჯერ იჩინეს. აღსანიშნავია, რომ კავანისთვის ეს პსჟ-ს შემადგენლობაში გატანილი 156-ე გოლი იყო, რითაც ურუგვაელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა.  21 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 56 ქულით  „პსჟ“ ლიდერობს.  

ამავე კატეგორიაში